ანანი სირიიდან ირანში გაეშურა

გაეროსა და არაბული ლიგის წარგზავნილი კოფი ანანი თეირანში ჩავიდა სირიიდან, სადაც ორშაბათს მან პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადთან გამართა მოლაპარაკებები. სირიაში ჟურნალისტებთან საუბრის დროს კოფია ანანს არ უსაუბრია პრეზიდენტ ბაშარ ასადთან საუბრის დეტალებზე. მან მხოლოდ ის თქვა, რომ განზრახული აქვს დისკუსიის გამართვა ასევე სირიის პრეზიდენტის შეიარაღებულ ოპოზიციასთან, რომლებიც ასადის მმართველობის ბოლოს მოღებისათვის იბრძვიან. ირანში კი კოფი ანანი 10 ივლისს ირანის ლიდერ მაჰმუდ აჰმადინეჟადს და საგარეო საქმეთა მინისტრ ალი აკბარ სალეჰის შეხვდება. ირანი და რუსეთი ბაშარ ასადის რეჟიმის მტკიცე მოკავშირეები არიან. ორივე ქვეყანა უარყოფს დასავლეთის პოზიციას, რომლის თანახმად ასადი უნდა გადადგეს და გზა დაუთმოს გარდამავალ ხელისუფლებას.