დღეს დასრულდება ბიძინა ივანიშვილის ქონებად მიჩნეული აქციების გასაყიდად გამოცხადებული აუქციონი

დღეს დასრულდება კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ქონებად მიჩნეული აქციების გასაყიდად სახელმწიფოს მიერ 2 ივლისს გამოცხადებული აუქციონი. "ქართუ ჯგუფის" აქციათა 100%-ზე ვაჭრობა თბილისის დროით 18 საათზე შეწყდება, ერთი საათის შემდეგ კი, "პროგრეს ბანკის" აქციების 21%-ზე. მათი შეძენის მსურველი ამ დრომდე არ გამოჩენილა. საქართველოს მთავრობას იძულებითი აუქციონის შეწყვეტა მოსთხოვა ”ქართუ ჯგუფის” აქციონერმა 14-მა უცხოურმა და ორმა ქართულმა კომპანიამ. მათი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი არ არის ”ქართუ ჯგუფის” აქციონერი და შესაბამისად, ხდება სხვისი ქონების ექსპროპრიაცია. ”ქართუ ჯგუფის” აქციონერი კომპანიები საკუთარი უფლებების დაცვას საერთაშორისო სასამართლოებში აპირებენ.