ქრისტიან-დემოკრატებმა ქუთაისიდან დაიწყეს საარჩევნო კამპანია

საარჩევნო კამპანია დღეს ქუთაისიდან დაიწყო ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ. სპორტის სასახლეში გამართულ ფორუმს 4 ათასამდე დელეგატი და მხარდამჭერი დაესწრო. ქრისტიან-დემოკრატებმა წარადგინეს საარჩევნო პროგრამა სახელწოდებით, "ერთიანი საქართველო ყველა თაობისათვის." პარტიის ლიდერთა განცხადებით, მათი მთავარი გზავნილია განათლება შვილებს, დასაქმება მშობლებს და დაფასება პენსიონერებს.