"მაესტროს" მხარდასაჭერად ”თეფშების აქცია” გაიმართა

ტელეკომპანია "მაესტროს" მხარდასაჭერად სიმბოლური ”თეფშების აქცია” თბილისში, მთავარი პროკურატურის შენობასთან გამართა გაერთიანებამ "სოლიდარობა მედიის თავისუფლებისთვის." მისმა წარმომადგენლებმა აქციაზე გამოფინეს ერთჯერადი გამოყენების საყოფაცხოვრებო თეფშები "მაესტროს," მე-9 არხისა და "გლობალ TV”-ის ლოგოებით და პლაკატები წარწერით - SOS! აქციის მონაწილეთა განცხადებით, "მაესტროს" სატელიტური ანტენების დაყადაღება თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის მცდელობაა და საფრთხე სხვა მედიასაშუალებებსაც ემუქრება.