გიორგი ფოჩხუას მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

ქართული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ ცნობას, რომ დაკავებულია მსახიობ გიორგი ფოჩხუას მკვლელობაში ბრალდებული. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციას საკუთარი ნებით ჩაბარდა მკვლელობაში თანამონაწილეც. შსს დაკავების შესახებ ინფორმაციაზე ოფიციალურ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.