საქართველოს ესტუმრა ევროპაში აშშ-ის არმიის მეთაური

თბილისს ეწვია ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი მარკ ჰერტლინგი, რომელიც შეხვედრებს მართავს ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სამხედრო მაღალჩინოსნებთან. საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ჰერტლინგი განიხილავს სამხედრო თანამშრომლობისა და წვრთნების საკითხებს და მადლობას გადაუხდის საქართველოს ISAF-ის მისიაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.