ავღანეთის დასავლეთში დღეს ნატოს ვერტმფრენი ჩამოვარდა, დაშავდა ორი სამხედრო. მიმდინარეობს კატასტროფის მიზეზების გამოძიება. სამშაბათს ქვეყნის სამხრეთში მეამბოხეთა თავდასხმის შედეგად კოალიციის ერთი სამხედრო დაიღუპა. ჯერჯერობით ნატო არ აზუსტებს დაღუპულის ვინაობას.