გარდაიცვალა ეგვიპტის სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი

ეგვიპტის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, გარდაიცვალა ომარ სულეიმანი, რომელიც ეგვიპტის ყოფილი ლიდერის, ჰოსნი მუბარაქის მთავრობაში დიდი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სადაზვერვო სამსახურს. სულეიმანი აშშ-ში გარდაიცვალა, სადაც სამკურნალოდ იყო ჩასული. გავრცელებული ცნობებით, ის 70 წელს იყო გადაცილებული. 2011 წლის თებერვალში, მუბარაქის წინააღმდეგ ამბოხების დროს, სულეიმანი ცოტა ხნით ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე მსახურობდა. სიკვდილის უშუალო მიზეზი არ დასახელებულა.