ნაპოვნია უკრაინელი ალპინისტების გვამები

15 მაშველისგან შემდგარმა ჯგუფმა შესძლო უშბაზე დაკარგული ორი უკრაინელი ალპინისტის გვამების პოვნა. როგორც იუწყებიან, საშა ტარანიკის და დიმა ვოლოშინის გვამები 3, 500 მეტრის სიმაღლეზე იქნა აღმოჩენილი. გავრცელებული ცნობებით, უბედური შემთხვევა მწვერვალიდან დაშვებისას მოხდა. ალპინისტებს ბაგირი გაუწყდათ.