ერაყში, შიიტთა წმინდა ქალაქში ტერაქტი მოაწყვეს

ერაყში დღეს ტერაქტი მოაწყვეს შიიტთათვის წმინდა ქალაქ ნაჯაფში. მანქანის აფეთქებამ დააშავა 20-ზე მეტი ადამიანი, არავის დაღუპულა. რამდენიმე დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია. პოლიციის თანამხად, აფეთქება იმამ ალის მეჩეთიდან 700 მეტრში მოხდა. ამ მეჩეთზე არაერთი თავდასხმა მომხდარა ადრეც. ხელისუფლება მათზე პასუხიმგებლობას სუნიტ ექსტრემისტებს აკისრებს.