პაკისტანში საჰაერო იერიშის შედეგად მოკლეს 12 სავარაუდო ექსტრემისტი

პაკისტანელი ოფიციალური პირების განცხადებით, ავღანეთის საზღვრის მახლობლად 12-მდე სავარაუდო ექსტრემისტი იქნა მოკლული აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავებით განხორციელებული იერიშის შედეგად. ოფიციალური პირების განცხადებით, საფრენი აპარატებიდან რამდენიმე რაკეტა ესროლეს ბანაკს შავალის რაიონში, რომელიც ჩრდილოეთ ვაზირისტანის რეგიონში მდებარეობს. ეს ადგილი მიჩნეულია ავღანეთში უცხოელი ჯარისკაცების წინააღმდეგ მებრძოლი შეიარაღებული პირების - თალიბანის და ალ-ყაიდის ექსტრემისტების თავშესაფრად.