ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტა - ბერლინიდან ლონდონამდე

ოლიმპიური ჩირაღდანი უჭირავს მსახიობ ინო მენაგაკის, რომელმაც უზენაესი ქურუმის როლი შეასრულა ოლიმპიური ცეცხლის ანთების ცერემონიაზე, საბერძნეთის ქალაქ ოლიმპიაში (სურათი გადაღებულია ცერემონიის გენერალურ რეპეტიციაზე, 9 მაისს).

1936 წლის ბერლინის ოლიმპიური თამაშები. რამდენიმე წუთიც და ფრიც შილგენი ოლიმპიურ ცეცხლს აანთებს. ვიდრე ბერლინის ოლიმპიურ სტადიონამდე ჩააღწევდა, ოლიმპიურმა ჩირაღდანმა 3422 კილომეტრი "გაირბინა".

1936 წელი, ბერლინის ოლიმპიური თამაშები. გერმანიის კანცლერი ადოლფ ჰიტლერი ნაცისტურ სალამს უგზავნის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის მონაწილეებს.

1968 წელი, მეხიკო. მექსიკელი თარჯმორბენალი ნორმა ენრიკეტა ბასილიო დე სოტელო პირველი ქალი იყო, ვისაც ოლიმპიური ცეცხლის ანთების პატივი ხვდა.

1996 წლის ივლისი. ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტამ ამჯერად კოსმოსიც "მოიარა". ჩირაღდანი კოსმოსურ ხომალდ "კოლამბიის" ეკიპაჟის წევრს, რიჩარდ ლინეჰანს უჭირავს.

1996 წლის ივლისი, ატლანტა. ოლიმპიური ცეცხლის ანთების პატივი ერგო კრივის ლეგენდას მუჰამედ ალის, რომელსაც - პროფესიულ სპორტში მოპოვებული ტიტულების გარდა - ოლიმპიური "ოქროც" მოგებული ჰქონდა - მან გაიმარჯვა რომის 1960 წლის ოლიმპიადაზე.

2000 წლის სიდნეის ოლიმპიურის თამაშების წინ "ცეცხლმა" წყლის ქვეშ "ამოყო თავი": ჩირაღდანი უჭირავს ავსტრალიელ წყალში მხტომელს კრეიგ დანკანს.

2000 წელი, სიდნეი. ავსტრალიელი აბორიგენი სპორტსმენი კეთი ფრიმანი ოლიმპიურ ცეცხლს ანთებს.

2008 წლის 31 მარტი. ჩინეთის პრეზიდენტი ჰუ ძინტაო ცეცხლს უკიდებს ოლიმპიურ ჩირაღდანს ტიანანმენის მოედანზე, საიდანაც ჩირაღდანმა, ვიდრე პეკინში დაბრუნდებოდა, დედამიწა მოიარა - 130 ათასი კილომეტრი დაფარა.

2008 წლის აპრილი. ჩირაღდანი უჭირავს ყაზახეთის პრეზიდენტს ნურსულთან ნაზარბაევს. სურათი გადაღებულია ალმა-ათის მახლობლად, მედეოს საციგურაო სტადიონზე, სადაც ჩირაღდანი პეკინიდან ჩაიტანეს.

2008 წლის აპრილი. პეკინის ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტას სხვადასხვა ქვეყანაში ახლდა საპროტესტო აქციები ჩინეთის მიერ ადამიანის უფლებათა დარღევის წინააღმდეგ, ტიბეტის დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად და სხვ. ამ ფოტოზე აღბეჭდილია პარიზში მოწყობილი საპროტესტო აქცია.

2008 წლის აპრილი. სან-ფრანცისკოს (აშშ) ცნობილ ხიდზე, "გოლდენ გეიტ ბრიჯზე", რომელზეც პეკინის ოლიმპიური ჩირაღდნის მარშრუტი გადიოდა, სამმა დემონსტრანტმა ტიბეტის დამოუკიდებლობის მხარდამჭერი პლაკატები გაშალა.

2008 წლის აპრილი. ტიბეტის მხარდამჭერი დემონსტრაციები (ანტიჩინური ტრანსპარანტებით) გაიმართა ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაშიც.

2008 წლის აპრილი. ოლიმპიური ჩირაღდანი ცნობილ ჩინელ კალათბურთელს იაო მინს უჭირავს. სურათი გადაღებულია პეკინის ტიანანმენის მოედანზე.

ლონდონის 2012 წლის თამაშების ჩირაღდნის პრეზენტაცია შარშან, ივნისში მოეწყო.

2012 წლის 10 მაისი. ბრიტანელი მოკრივე ალექსანდროს ლუკასი ჩირაღდნით ხელში. რამდენიმე წუთით ადრე საბერძნეთის ქალაქ ოლიმპიაში გაიმართა ცეცხლის ანთების საზეიმო ცერემონია და სტარტი მიეცა ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტას.