„ზესტაფონი“ ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა

ფეხბურთში ევროპის ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო წრის საპასუხო მატჩში საქართველოს ჩემპიონმა „ზესტაფონმა“ უმასპინძლა ბაქოს "ნეფთჩის". მატჩი დასრულდა ფრედ - 2:2. ზესტაფონის გუნდი, რომელიც პირველ თამაშში, ბაქოში, დამარცხდა ანგარიშით 0:3, ტურნირს გამოეთიშა.