ბან კი მუნმა სრებრენიცის მსხვერპლს მიაგო პატივი

გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი ორგანიზაციის პირველი ლიდერი გახდა, რომელმაც ბოსნია-ჰერცეგოვინაში სრებრენიცის მასობრივი მკვლელობის ადგილი მოინახულა. ბანმა ყვავილებით შეამკო სრებრენიცასთან ახლომდებარე პოტოკარის სასაფლაო და ქედი მოიხარა ხსოვნის კედელთან, რომელზეც 8000-მე მუსლიმანი კაცისა და ბიჭის სახელებია ამოტვიფრული. 1995 წლის ივლისში ბოსნიელ სერბთა ძალებმა სრებრენიცაში მუსლიმანთა მასობრივი სასაკლაო მოაწყვეს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ჩადენილ კაცობრიობის წინაშე ჩადენილ ყველაზე დიდი დანაშაულს წარმოადგენს. .