ბაღდადში დანაღმული ავტომანქანების აფეთქებამ შეიწირა 20-მდე ადამიანი

ბაღდადში ორი დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, 19 და დაიჭრა ათობით ადამიანი. აფეთქებები მოხდა შიიტების უბანში, ხალხით სავსე მაღაზიებთან საღამო ხანს, როცა ბევრი ბრუნდებოდა შინ სამუშაო დღის შემდეგ. ბაღდადში ბოლოხანს იმატა ძალადობამ. 23 ივლისს 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, უმეტესწილად შიიტი მუსლიმების წინააღმდეგ მიმართული კოორდინირებული თავდასხმების შედეგად. ამ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა იკისრა ალ-ყაიდის მოკავშირე ჯგუფმა, "ერაყის ისლამურმა სახელმწიფომ".