ფილიპინებზე ტაიფუნს ემსხვერპლა 37 ადამიანი

ფილიპინებზე ტაიფუნ ”საოლს”, ბოლო მონაცემებით, 37 ადამიანი ემსხვერპლა. ქარიშხალმა და ძლიერმა წვიმამ ფილიპინების ჩრდილოეთი და ცენტრალური ნაწილები მოიცვა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაღუპულთა რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს, რადგან ვითარება სტიქიით მოცულ რაიონებში უარესდება.