ერაყში აფეთქებამ ოთხი ჯარისკაცი შეიწირა

ბაღდადის მახლობლად ოთხი ერაყელი ჯარისკაცი დაიღუპა გზის პირას ჩადებული ბომბის აფეთქების შედეგად. როგორც იუწყებიან, აფეთქება მიმართული იყო არმიის პატრულის წინააღმდეგ. დაიჭრა ოთხი ჯარისკაცი. ამ ინციდენტამდე ერთი დღით ადრე 30-მდე ადამიანი დაიღუპა ერაყში აფეთქებების შედეგად.