ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფი საინფორმაციო სააგენტოების თანახმად, წყალდიდობის შედეგად შაბათს ქვეყანაში 169 კაცი დაიღუპა და 400 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. წყალდიდობისა და გადაუღებელი წვიმების გამო 200 ათასი ადამიანი სახლ-კარის გარეშე დარჩა. სტიქიური უბედურების გამო ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ დახმარებისათვის გაეროს მიმართა. წყალდიდობა კიდევ უფრო მძიმე შედეგებს მოუტანს იზოლირებულ კომუნისტურ კორეას, რომელიც ბოლო ათი წლის განმავლობაში ქრონიკულად განიცდის სურსათის ნაკლებობას.