იემენში თვითმკვლელმა და უპილოტო თვითმფრინავმა 40 კაცი დახოცეს

სავარაუდო თვითმკვლელი მოიერიშე გახდა 35 კაცის დახოცვის მიზეზი იემენის პროვინცია აბიანში. სამედიცინო პერსონალისა და სამთავრობო წყაროების ინფორმაციით, ჯაარში, დაკრძალვის ცერემონიაზე განხორციელებული იერიშის შედეგად დაიჭრა კიდევ 35 ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციებით, მოიერიშის სამიზნე უნდა ყოფილიყო იმ ტომის წარმომადგენლებია, რომლებიც დაეხმარნენ არმიას ალ ყაიდის წინააღმდეგ ბრძოლაში. ალ ყაიდას ხუთი წევრი კი აღმოსავლეთ იემენში აშშ-ის კუთვნილმა უპილოტო თვითმფრინავმა გაანადგურა.