შპს "ბურჯი" ახალი მფლობელისთვის გადასაცემად მზადდება

აღსრულების ბიუროს ცნობით შპს "ბურჯი" ახალი მფლობელისთვის გადასაცემად მზადდება და კომპანიაში ქონების აღწერა მიმდინარეობს - ამის შესახებ უწყებაში ”ინტერპრენიუსს” განუცხადეს. "ბურჯში" მისული აღსრულების ბიუროს თანამშრომლები შენობის გათავისუფლებას მოითხოვენ. 2 აგვისტოს შპს "ბურჯის" ქონება აუქციონზე 8761513,55 ლარად გაიყიდა. მყიდველის ვინაობა ამ დრომდე უცნობია.