„ინფო 9“ მდევარი ჟურნალისტების წინააღმდეგ

Your browser doesn’t support HTML5

7 აგვისტოს „ინფო 9“-ის დირექტორმა მანანა ელიაშვილმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს განცხადებით მიმართა. ტელეკომპანია ჟურნალისტების დევნის ფაქტებზე რეაგირებას ითხოვს. „ინფო 9“-ისა და „მეცხრე არხის“ ჟურნალისტებს რამდენიმე ჯგუფი მუდმივად უკან დაჰყვება. www.smo.ge-ს რედაქტორი მალხაზ ბასილაია, რომელსაც ჟურნალისტები დევნაში ადანაშაულებენ, აცხადებს, რომ „ინფო 9“-ის საქმიანობის გაშუქებას მომავალშიც გააგრძელებს.