სერგი კაპანაძე შეხვდა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე შეხვდა ქვეყანაში აკრედიტებულ ელჩებსა და დიპლომატიური კორპუსის სხვა წარმომადგენლებს. შეხვედრის საფუძვლად იქცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადება იმის შესახებ, რომ გენერალურმა შტაბმა აგვისტოს ომის დაწყებამდე, 2006-2007 წლებში შეიმუშავა გეგმა, რომლის ფარგლებშიც ოს მოხალისეებს ამზადებდნენ. უცხოელ დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს განუმარტა, რომ საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობისგან ადეკვატურ შეფასებებს ელის, რადგან პრეზიდენტ პუტინის განცხადება ახალ ფაქტობრივ გარემოებებს შეიცავს. თავად ელჩებს დღეს კომენტარი არ გაუკეთებიათ.