გორი ვლადიმერ ხინჩეგაშვილის წარმატებას ზეიმობს

Your browser doesn’t support HTML5

ლონდონის ოლიმპიადაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილის და რუსეთის წარმომადგენლის, ჯამალ ოტარსულტანოვის ფინალურ ასპარეზობას ხინჩეგაშვილის მშობლიურ ქალაქ გორში უამრავი ადამიანი ქომაგობდა. თეატრის სკვერში შეკრებილი გულშემატკივრების ემოციამ პიკს მაშინ მიაღწია, როცა მსაჯებმა ხინჩეგაშვილს მომგებიან გდებაზე ქულა არ მისცეს. მიუხედავად ყველაფრისა, ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორის წარმატება გორში ფოიერვერკებით აღნიშნეს. მის უბანში კი გრძელი სუფრა დილამდე იყო გაშლილი. ლადომ გარდაცვლილი მამის პატივსაცემად ჭიდაობა რვა წლის ასაკიდან დაიწყო. მის ორთაბრძოლებს მხოლოდ დედა ვერ უყურებდა. მისი თქმით, იგი შვილის წარმატებისთვის ლოცულობდა.