აშშ-ში, ტეხასის A&M უნივერსიტეტთან, უცნობმა პირმა ორი ადამიანი მოკლა

აშშ-ის ტეხასის შტატში, პოლიციის ცნობით, ორი ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი, დაიღუპა, როცა უცნობმა პირმა მათ ცეცხლი გაუხნა. დაიჭრა კიდევ ორი პირი - ერთი პოლიციელი და ერთი ქალი. სროლაში ეჭვმიტანილი პოლიციამ დააკავა. სროლა დაიწყო A&M-ის უნივერსიტეტის მახლობლად მდებარე შენობიდან. სროლის მოტივი არაა ცნობილი.