კახა კალაძის მიმართ სააღსრულებო წარმოების დაწყებას ადასტურებს აღსრულების ეროვნული ბიურო, თუმცა, მისი ინფორმაციით, ეს იძულებითი პროცესი არ არის. ბიუროს განცხადებით, სააღსრულებო პროცესი იძულებით ხასიათს კახა კალაძისთვის ჯარიმის ნებაყოფლობით გადასახდელად დაწესებული 7-დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ მიიღებს.