23 აგვისტო სტალინიზმისა და ნაციზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღეა

დღეს ევროპაში სტალინიზმისა და ნაციზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღე აღინიშნება. ევროპარლამენტმა 2008 წელს მიიღო რეზოლუცია, რომლითაც დაწესდა, რომ 23 აგვისტოს მასობრივი დეპორტაციისა და ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლს გაიხსნებენ. ეს დღე უკავშირდება 1939 წელს საბჭოთა კავშირსა და ნაცისტურ გერმანიას შორის მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის ხელმოწერის თარიღს. ევროპარლამენტის განცხადებაში ნათქვამია: ”სტალინიზმისა და ნაციზმის აგრესიის კონტექსტში განხორციელებული მასობრივი დეპორტაციები, ხოცვა-ჟლეტა და ადამიანების დამონება საომარ და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება”. 2009 წელს ევროპარლამენტმა მიიღო მეორე რეზოლუცია, რომლითაც დაგმო ევროპის კომუნისტური, ნაცისტური და ფაშისტური რეჟიმების მიერ ჩადენილი დანაშაულები.