სლოვაკეთსა და უკრაინას შორის არალეგალურ გვირაბს მიაგნეს

უკრაინის უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ დააკავა ორი ეჭვმიტანილი, რომლებიც სავარაუდოდ დაკავშირებული არიან სლოვაკეთსა და უკრაინას შორის არალეგალური გვირაბის გათხრის საქმესთან. გასულ თვეში აღმოაჩინეს სლოვაკმა და უკრაინელმა მესაზღვრეებმა 70 მეტრის სიგრძის გვირაბი, რომლითაც, ჩანს, გადაჰყავდათ ხალხი და გადაჰქონდათ ტვირთი.