კატალონია დახმარებას სთხოვს მთავრობას

ესპანეთის ავტონომიურმა, კატოლონიის რეგიონმა ცენტრალურ მთავრობას მიმართა დახმარებისთვის, რათა თავიდან აიცილოს გაკოტრება. კატალონიის ხელისუფლებამ ითხოვა 5 მილიარდი ევრო საგანგებო ფონდიდან, რომელიც მოიცავს 18 მილიარდს, და რომელიც რეგიონების დასახმარებლად შეიქმნა ესპანეთში. რეგიონების ვალები იწვევს საშიშროებას, რომ ესპანეთს საბერძნეთის კრიზისის მსგავსი მოელის. ქვეყნის პრემიერმა, მარიანო რახოი კატალონიას დახმარების გამოყოფას დაპირდა.