„საქართველოს გზა“ ლოპოტის სპეცოპერაციას ავანტიურად აფასებს

“ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ეს იყო კიდევ ერთი სპექტაკლი და კიდევ ერთი სისხლიანი ავანტურა ხელისუფლებისგან, რასაც შეეწირნენ ადამიანები“, - ასე აფასებს ლოპოტის ხეობაში ჩატარებულ ანტიტერისტულ ოპერაცის „სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზის“ საერთაშორისო მდივანი თეიმურაზ მურვანიძე. საკითხის დიდი მნიშვნელობის და საზოგადოებისათვის მაღალი ინტერესის გათვალისწინებით ოპოზიციური პარტია პირდაპირ მოვითხოვს ხელისუფლებისგან გაასაჯაროოს მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია, რაც ამ „ანტიტერორისტულ სპეცოპერაციას“ ეხება.