მცირე ექსკურსია ახალციხის ციხეში

Your browser doesn’t support HTML5

ახლად აღდგენილი ახალციხის ციხე თითქმის შვიდ ჰექტარზეა გაშლილი. მე-9 საუკუნის ციხის ტერიტორიაზე არაერთი ისტორიული ნაგებობაა. ძველ ეკლესიასა და მეჩეთს დაემატა მუზეუმი, კაფეები და მაღაზიები. ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური მიიჩნევს, რომ ციხის მასშტაბი ხელოვნურადაა გაზრდილი და ისტორიულ სინამდვილეს არ შეესაბამება. კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი თეა ონიანი კი ამბობს, რომ მოხდა როგორც ძეგლის რეკონსტრუქცია, ისე მისი ადაპტაციაც., რაც ძეგლის ახალი ელემენტებით გამდიდრებას გულისხმობს.