დაღესტანში ცეცხლი გაუხსნეს პოლიციელებს

ორშაბათს, გვიან ღამით, დაღესტნის ქალაქ ხასავიურტში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს პოლიციელთა 12-კაციან ჯგუფს. დაღესტნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციელთაგან არავინ დაშავებულა. თავდამსხმელთა ვინაობის დადგენა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. მიმდინარეობს გამოძიება.