პორტუგალია ხანძრის ჩასაქრობად დახმარებას სთხოვს ევროკავშირს

პორტუგალია დახმარებას სთხოვს ევროკავშირს ქვეყნის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილებში მძვინვარე ტყის ხანძრების ჩასაქრობად. პორტუგალიის ხელისუფლება ბრიუსელს ოთხი თვითმფინავის გაგზავნას სთხოვს, რათა ცეცხლის ჩაქრობა ჰაერიდან გახდეს შესაძლებელი. ხანძარს 1700 მეხანძრე ებრძვის. ვრცელდება ინფორმაცია ერთი გარდაცვლილი ფერმერის შესახებაც, რომელიც საკუთარი სახლის გადარჩენას ცდილობდა.