ინგუშეთში მოკლეს ექვსი ჯარისკაცი

ინგუშეთის ოფიციალური წარმომადგენლების ცნობით, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯარების, სულ ცოტა, ექვსი წევრი დაიღუპა და ერთი დაიჭრა მათ სამხედრო ბადრაგზე თავდასხმის შედეგად. ამავე წყაროს თანახმად, დაწყებულია სპეცოპერაცია სუნჟის რაიონში თავდასხმის მომწყობთა შესაპყრობად.