აფხაზეთი ცდილობს გააღრმავოს ეკონომიკური ურთიერთობები ჩრდილოეთ კვიპროსთან

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლება ჩრდილოეთ კვიპროსის თვითაღიარებულ სახელმწიფოსთან ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე მუშაობს. ”ინტერპრესნიუსის” ცნობით, გასულ კვირას ჩრდილოეთ კვიპროსში იმყოფებოდნენ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლები. თვითაღიარებული ქვეყნების სავაჭრო პალატებს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება შარშან, მარტში გაფორმდა.