მექსიკაში აღმოაჩინეს 16 ადამიანის გვამები

მექსიკის შტატ გერეროში სატვირთო მანქანის საბარგულში პოლიციამ 16 ადამიანის გვამები აღმოაჩინა. მანქანა მიჩოაკანის შტატის საზღვარზე იყო გაჩერებული. ამ რეგიონში ნარკოკარტელებს შორის ომია გაჩაღებული. ხელისუფლება არაფერს ამბობს მოკლულთა ვინაობაზე ან დანაშაულის მიზეზებზე.