საქართველოს ფეხბურელთა ნაკრები დამარცხდა მსოფლიო ჩემპიონთან, ესპანეთის გუნდთან

დღეს თბილისში გაიმართა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი ესპანეთის და საქართველოს გუნდებს შორის. ქართველი ფეხბურთელები მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონთან დამარცხდნენ მინიმალური ანგარიშით, 0:1. გოლი თამაშის მიწურულს, 86-ე წუთზე გაიტანა რობერტო სოლდადომ. 2007 წლის სექტემბრის შემდეგ ესპანეთის ნაკრებმა თბილისში ზედიზედ 27-ე გამარჯება იზეიმა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების შესარჩევ მატჩებში.