ობამამ და ნეთანიაჰუმ ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ ისაუბრეს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ტელეფონით დაუდასტურეს ერთმანეთს ორი ქვეყნის სურვილი, რომ ირანმა ვერ მიიღოს ბირთვული იარაღი. როგორც თეთრი სახლი იტყობინება, ორი ქვეყნის ლიდერები ტელეფონით შეთანხმდნენ, გააგრძელონ ორმხრივი კონსულტაციები ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ.