ჩეხეთში იაფი არყის მოხმარებას 16 კაცი ემსხვერპლა

ჩეხეთის რესპუბლიკაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მოჰყვა არყის ინტოქსიკაციით 16 კაცის დაღუპვას. ჰოსპიტალიზებულია კიდევ 24 კაცი. მასობრივი მოწამვლა მოჰყვა მეთანოლზე დამზადებული იაფი არყის მოხმარებას. ტექნიკური სპირტი შავ ბაზრისათვის განკუთვნილ არყის წარმოებაში გამოიყენება და მის მწარმოებელს დიდი მოგებას აძლევს. ჩეხეთის პოლიციამ ქვეყნის მასშტაბით 410 მაღაზიაში ჩაატარა შემოწმება და 70-ში აღმოჩნდა მეთანოლზე დამზადებული არაყი. რამდენიმე მომხმარებელი არყის დალევის შედეგად დაბრმავდა. ზოგიერთი ჰოსპიტალიზებული კომაშია და ექიმებს იმედი აქვთ, რომ შეძლებენ მათ გადარჩენას. ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ნეჩასმა მოუწოდა მოქალაქეებს, რათა თავი შეიკავონ ისეთი ალკოჰოლის მიღებაში „რომლის წარმოშობაც საეჭვოა.“