ეგვიპტის ყოფილ პრემიერ-მინისტრს სამი წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ეგვიპტის სასამართლომ სამი წლით პატიმრობა მიუსაჯა ყოფილ პრემიერ-მინისტრ აჰმედ ნაზიფს. ის კორუფციაში ბრალდებით გაასამართლეს და სამწლიან პატიმრობასთან ერთად შეუფარდეს ფულადი ჯარიმა 1,5 მილიონამდე დოლარის ოდენობით. ნაზიფი პრემიერ-მინისტრი იყო დამხობილი პრეზიდენტის, ჰოსნი მუბარაქის მმართველობის ბოლო წელს. ის გადადგა 2011 წლის იანვარში, როცა ახალი დაწყებული იყო საპროტესტო გამოსვლები მუბარაქის გადადგომის მოთხოვნით. თვით მუბარაქი სამუდამო პატიმრობას იხდის.