ავღანეთში ავტოავარიამ შეიწირა, სულ ცოტა, 50 ადამიანი

ავღანეთში, სულ ცოტა, 50 ადამიანი დაიღუპა სამგზავრო ავტობუსთან ავტოცისტერნის შეჯახების შედეგად. როგორც იუწყებიან, ავტობუსში იმყოფებოდა 56 ადამიანი. ავარიის მიზეზი ჯერ უცნობია.