ასამდე ემიგრანტი არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში დაბრუნდა

ასამდე ქართველი ემიგრანტი, როლებიც აცხადებენ, რომ არჩევნებში მონაწილეობის მხრივ პრობლემები შეექმნათ, სარფის საბაჟოს გავლით საქართველოში შემოვიდა. "ინტერპრესნიუსის" ცნობით ემიგრანტები იტალიიდან, აშშ-დან, ბელგიიდან, გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან, ესპანეთიდან, საბერძნეთიდან და საფრანგეთიდან ჩამოვიდნენ. ისინი სტამბულში შეიკრიბნენ და იქიდან ორი ავტობუსით საქართველოში გამოემგზავრნენ. ემიგრანტები დღეს ბათუმის იუსტიციის სახლთან შეკრებას გეგმავენ, სადაც გააპროტესტებენ, რომ საზღვარგარეთ ხმის უფლების გამოყენების საშუალება არ მიეცათ.