საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარეობს საპროტესტო აქცია

თბილისში, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან, შეიკრიბა ათასობით სტუდენტი, რომლებიც პროტესტს გამოთქვამენ პატიმრების წამების წინააღმდეგ. აქციის მონაწილეები, რომლებმაც სამანქანო გზა გადაკეტეს, თხოვენ მაუწყებლის ხელმძღვანელთან გიორგი ჭანტურიასთან შეხვედრას. სტუდენტების აქცია თსუ-ს პირველი კორპუსის წინ დაიწყო და მასობრივი მსვლელობით გაგრძელდა. სტუდენტებთან ერთად, აქციაში მონაწილეობს თსუ-ს პროფესორ-მასწავლებელთა ნაწილი.