სტუდენტები საკოორდინაციო საბჭოს ქმნიან

სტუდენტური საპროტესტო აქციების ერთი-ერთი ორგანიზატორი, სტუდენტური გაერთიანება "ლაბორატორია 1918" საკოორდინაციო საბჭოს შექმნის ინიციატივით გამოდის. გაერთიანების წარმომადგენლის, სანდრო ცაგარელის თქმით სტუდენტური საკოორდინაციო საბჭოს შექმნის აუცილებლობა ”ალტერნატიული სტუდენტური გაერთიანებების მიერ აქციებისა და პროვოკაციების მზადებამ” გამოიწვია.