ნიგერიაში კათოლიკურ ეკლესიასთან აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

ნიგერიის ჩრდილოეთში კათოლიკურ ეკლესიასთან აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 46 დაიჭრა. თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა ქალაქ ბაუჩიში, წმიდა იოანეს ტაძართან. ამ ქალაქში უკვე რამდენჯერმე მოხდა თავდასხმები და აფეთქებები. პოლიციას მიაჩნია, რომ მათ უკან დგას რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება „ბოკო ჰარამი“, რომელიც ხელისუფლების წინააღმდეგ შეიარაღებულ ბრძოლას ეწევა და ხშირად აწყობს ტერორისტულ თავდასხმებს ქრისტიანულ ტაძრებზე.