მუჰამედის კარიკატურების გამო ბაქოში საპროტესტო გამოსვლა მოეწყო

ბაქოში, საფრანგეთის საელჩოსთან, 50-მდე მოქალაქემ მოაწყო საპროტესტო გამოსვლა. მათი პროტესტის მიზეზი იყო საფრანგეთის პრესაში წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურის გამოქვეყნება. პოლიციამ შეკრებილები განდევნა, რამდენიმე მათგანი დააკავა.