თურქეთში საქართველოს კონსულმა თანამდებობა დატოვა

თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს კონსული, გელა ჯაფარიძე თანამდებობიდან გადადგა, მისივე განცხადებით, პატიმართა წამების გამო პროტესტის ნიშნად. საინფორმაციო სააგენატო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, ჯაფარიძემ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აპროტესტებს მომხდარ დანაშაულებს და გამოხატავს სოლიდარობის უფლებაშელახული პატიმრების მიმართ.