ქუთაისში გაიხსნა დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი

დღეს ქუთაისში გაიმართა დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის გახსნის ცერემონია. მასში საქართველოს პრეზიდენტთან და მინისტრებთან ერთად მონაწილეობდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელიც 26 სექტემბერს, ორდღიანი ვიზიტით ეწვია საქართველოს. ქუთაისის აეროპორტის მუშაობა დაიწყო კვირაში ორჯერ კიევთან დამაკავშირებელი რეისებით. რეისებს ასრულებს უნგრეთში დაფუძნებულ ავიაკომპანია Wizz Air-ის უკრაინული განყოფილება.