ღაზის სექტორსა და ეგვიპტის საზღვარზე საპროტესტო აქცია გაიმართა

ღაზის სექტორსა და ეგვიპტის საზღვარზე ჩატარდა საპროტესტო აქცია. იგი მიმართული იყო გვირაბის გაუქმების წინააღმდეგ, რომლითაც კონტრაბანდისტები სარგებლობდნენ იარაღისა და საბრძოლო მასალის ტრანსპორტირებისთვის. როგორც ჩვენი რადიოს კორესპონდენტი იტყობინება, მიტინგში ასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის იყვნენ ექსტრემისტული დაჯგუფება „ჰამასის“ წევრებიც. ღაზასა და ეგვიპტეს შორის ასობით გვირაბი არსებობს.