კოლუმბიაში მძლავრი მიწისძვრა მოხდა

კოლუმბიაში მძლავრი მიწისძვრა მოხდა. ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, 7,1 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგის ეპიცენტრი მდებარეობდა ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში, ეკვადორის საზღვართან, ეკვადორის დედაქალაქ კიტოდან 300-ზე მეტ კილომეტრზე. ჯერჯერობით არ მოიპოვება ცნობები მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ.