აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატები პირველ დებატებს ჩაატარებენ

ამერიკის კოლორადოს შტატის ქალაქ დენვერში დღეს ჩატარდება პირველი დებატები აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატებს - ბარაკ ობამასა და მიტ რომნის შორის. სულ დებატების სამი რაუნდი ჩატარდება. გამოკითხვების თანახმად, ობამა ამჯამად მცირე უპირატესობით უსწრებს მიტ რომნის. თუმცა, ანალიტიკოსების აზრით, რომნის წარმატებულმა გამოსვლამ დებატებში შესაძლოა ვითარება შეცვალოს.